Friday, May 2, 2014

რეფლექსიები

პირველი მოდული - დღე დაიწყო ურთიერთ გაცნობით.
ტრენერი- ნანა ედიშერაშვილი.
შეხვედრის ადგილი- კასპის N3 საჯარო სკოლა.
ლექციის თემა- I მოდული.
ინტელის პროექტებით სწავლების ძირითადი კურსის მიზნები და ამოცანები.
გავეცანით, როგორ შევქმნათ პროექტები, რომელიც დაეხმარება  21-ე საუკუნეში მცხოვრებ მოსწავლეებს  ესგ-ით გათვალისწინებული სტანდარტების მიღწევაში.
გავეცანით კორნელის მეთოდს: ვუყურეთ ვიდეო ფილმს, რომელშიც ასახული იყო სუგატა მიტრას საინტერესო კვლევები.
კვლევებმა აჩვენა, რომ ეფექტური სასწავლო პროცესის წარმატებისათვის საჭიროა თანამშრომლობა, წახალისება, ინტერნეტის გამოყენება.  მასწავლბელი უნდა იყოს ფასილიტატორი, რომელიც მეგზურობას უწევს მოსწავლეებს.
შევქმენით ჩვენი საქაღალდეები -დავამზადეთ ბროშურები,
I-მოდულის მოსმენის შემდეგ გავიგე, რომ აუცილებელია 4 ძირითადი მინიმუმის გათვალისწინება:
ა) პროექტის პრეზენტაციის შექმნა;
ბ) პროექტის გეგმა;
გ) მოსწავლის ნაშრომი;
დ) ნაშრომის შეფასების რუბრიკა;
 მეორე მოდული - დღეს შევიმუშავეთ მიმართების მომცემი საკვანძო კითხვის დასმის ეფექტურობა, როგორ განაპირობებს მოსწავლეებში მაღალ სააზროვნო უნარების განვითარებას, როგორ აძლევს მათ საშუალებას, დაინახონ კავშირი სხვადასხვა დისციპლინებს შორის, რის შედეგადაც იზრდება ჩართულობის ხარისხი სასწავლო პროცესში.
გავეცანით განახლებულ ბლუმის ტაქსონომიას. განვიხილეთ პროექტის შეფასების დროს როგორ უნდა გამოვიყენოთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება. მოვამზადეთ პრეზენტაცია ჩემს სასწავლო პროექტზე.
შევქმენით სლაიდები, ვისწავლეთ ბლოგზე პოსტის დადება, წაშლა და ჩასწორება.
დღე იყო ძალიან საქმიანი.
მესამე-მეოთხე მოდული - განვიხილეთ თუ როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება.
შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციების ნიმუშები.
ძალიან საინტერესო იყო აქტივობა  ,,დაფიქრდი და გაუზიარე“, ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს გავუზიარეთ საკუთარი პროექტის მსვლელობის დროს  როგორ ვიყენებთ  ინტერნეტს, მოვისმინეთ ერთმანეთის  მოსაზრებები პროექტებთან დაკავშირებით.
ეს მოდული დამეხმარა, თუ როგორ შევქმნა მოსწავლის  ნაშრომი ისე, რომ არ გავცდე მიზანს და გამოვიყენო ტექნოლოგიები სწავლების ხელშეწყობისა და შეფასებისათვის.
მოდულში საინტერესო იყო, როგორ შევქმნათ ფორმალური და არაფორმალური რუბრიკები,  ჩეკლისტები.  განსაკუთრებული ყურედღება გავამახვილე თვითშეფასების რეფლექსიაზე, რომელიც მთლიანად მოსწავლეზე  ორიენტირებული მიმდინარე შეფასებაა.
დღეს გავხსენით პროექტების შეფასების რესურსი და გავეცანით შეფასების რუბრიკას.
ვისწავლეთ დრაივზე  ფაილებისა და საქაღალდეების ატვირთვა, შემდეგ მათი გადაქცევა დრაივის დოკუმენტად.
ძალიან შრომატევადი დღე იყო. ღმერთმა დიდი გამძლეობა მისცეს ჩემი ჯგუფის ტრენერს, გულისხმიერ და ენერგიულ ახალდაზრდას ქალბატონ ნანა ედიშერაშვილს.

მეექვსე და მეშვიდე მოდული
ამ მოდულში ვისწავლეთ დიფერენცირებული მიდგომები, დიფერენცირებული სწავლების 4 დონე (შინაარსი, პროცესი, პროდუქტები, სასწავლო გარემო)
განვიხილეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტი.
დავწყვილდით პედაგოგები, გავეცანით ერთმანეთის პროექტებს, ვითანამშრომლეთ ერთად შემდეგი აქტივობის გამოყენებით: 3 რამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 2 შეკითხვა და შევთავაზეთ ერთი რჩევა.
ჩემი მეწყვილე ძალიან განათლებული კომუნიკაბელური და მაღალ კოლეგიაური თვისებებით გამოირჩევა. ქალბატონ თეასგან საინტერესო რჩევა და დახმარება მივიღე.
ტრენინგის პროცესის დროს სწრაფად მუშაობა მიჭირდა, მაგრამ ქალბატონ ნანას და ჩემი მეწყვილის დახმარებით მოხარული ვარ იმით, რომ მომეცა საშუალება შემესწავლა პროექტებით სწავლის მეთოდი.
ყველა ტრენინგზე მიღებულ გამოცდილებას ვუზიარებდი ჩემს კოლეგებსა და მოსწავლეებს.